вторник, 23 октября 2012 г.

სასწავლო პროექტის გეგმა



სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მადონა მახარობლიძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ლაჯანის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება



,,ფიქრი გაგანდო მსურს’’...
თემის შინაარსი
მოსწავლეები სხვადასხვა წყაროებიდან, ინტერნეტისა და ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მოიძიებენ ცნობებს თბილისის შესახებ. შეაგროვებენ  ფოტო, აუდიო და ვიდეომასალას და შექმნიან გზამკვლევს „ჩემი თბილისი“. მოაწყობენ ექსკურსიას თბილისში და გამოიყენებენ მათ მიერ შექმნილ გზამკვლევს. ექსკურსიაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს განათავსებენ გაზეთში („ ლეჩხუმიდან თბილისამდე “).
საგანი
ქართული
დონე/ I. კლასი  VI
განხორციელების დროის ჩარჩო 4კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

VI.1 მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის მიღება და სხვისთვის გადაცემა.
VI.3 მოსწავლემ შეძლოს მიზნისა და კონტაქტის შესაბამისად წარმართოს საკუთარი მეტყველება.
VI.8    მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა შინაარსის ტექსტები.
VI.12  მოსწავლემ შეძლოს მედიატექსტის გაანალიზება და ჩამოუყალიბდეს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლე შეძლებს პრეზენტაციის გააზრებულად გადმოცემას, გამოიყენებს სპეციალურ ლექსიკას ლაკონურად აზროვნებისათვის. მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას ინტერნეტით, ციფრულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ისტ-ის გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებით შექმნიან თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილების გეგმას, რუკას და საბოლოო ჯამში მიიღებენ გზამკვლევს „ჩემი თბილისი“.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები)
ზოგადი კითხვა
გიყვართ თუ არა მოგზაურობა?
თემატური კითხვები
1.სად ყოფილხართ? რა გინახავთ? როგორ ვნახოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილები?
2. რას ნიშნავს გამოთქმა „გზის გაკვლევა“?
3. თვლით თუ არა საჭიროდ, რომ სასურველი ადგილის მონახულებამდე გაეცნოთ მის შესახებ ენციკლოპედიაში ან საინფორმაციო-პოპულარულ ლიტერატურაში არსებულ ცნობებს?
4. რა იცით თბილისის შესახებ?


1.        როგორ დაარსდა თბილისი ?
2.        რომელ წყაროშიგვხვდება პირველად საახელწოდება ,,ტფილისი’’
3.        როდის გახდა თბილისი სატახტო ქალაქი?
4.        როდის დაიწყო თბილისში ეკლესიების მშენებლობა?
5.        რა იცით ძველი თბილისის შესახებ ?
6.        გაიხსენეთ თბილისისადმი მიძღვნილი ლეასები , სიმღერები და მათი ავტორები
7.        რა იცით თბილისის პანსიონებისა და გიმნაზიების შესახებ ?
როგორია თქვენს წარმოდგენაში თანამედროვე თბილისი

შინაარსობრივი კითხვები

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიშის რუკა
ვ-მ-ვ

მასწავლებელს ეხმარება
·         მოსწავლეთა წინარეცოდნის დადგენაში
·         მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარი დადგენაში
·         21 საუკუნის უნარ- ჩვევების

მოძებნილი მასალების ელექტრონული ფოსტით შემოწმება. მითითებების მიცემა
ყოველ 3  დღეში პროექტის მონიტორინგი ,რჩევების მიცემა.
პრეზენტაცია,გზამკვლევი ექსკურსია
კვლევა-ძიების ,თანამშრომლობის  ისტ.უნარ-ჩვევების , კრიტიკული ,შემოქმედებითი , პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარება.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
დისკუსიის ჩატარებისას და მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების გაცნობისას მოვახდენ მოსწავლეების წინარე ცოდნის შეფასებას. ასევე შევაფასრბ მათ მიერ სტის ცოდნის დონეს.პრეზენტაციის შესაფასებლად ვიყენებ პრეზენტაციის ჩეკლისტს.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
განვითარებული აქვთ კვლევა ძიების უნარ-ჩვევები, შეუძლიათ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება  საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, ფლობენ  საოფისე პროგრამებს: word. Poverpoint.
სასწავლო პროცედურები
ქართულის გაკვეთილზე ვთხოვ ბავშვებს , რომ დღის ბოლოს შემოვიდნენ საკლასო ოთახში.
 შეკრებილ მოსწავლეებს ვკითხავ უნდათ თუ არა ერთი საინტერესო ღონისძებაში მონაწილეობა , რომელიც დაკავშირებულია საგაკვეთილო თემასთან ,,ჩემი თბილისი’’. მათი აზრის გაცნობის შემდეგ ავუხსნი , რომ უნდა გავაკეთოთ სასწავლო პროექტი რომლის მიზანია გზამკვლევის საშუალებით ექსკურსიის მოწყობა თბილისში.
გამოვიყენებ გონებრივი იერიშის რუკას და და გავიგებ რა იციან თბილისის შესახებ  .
მოსწავლეები შეავსებენ  ვ-მ-ვ  სქემას.შემდეგ მოსწავლეებს დავუსვამ ზოგად შეკითხვას უყვართთუ არა მოგზაურობა ?
 თემატურ კითხვების დასმის და პასუხები მოსმენის შემდეგ ( სად ყოფილხართ ? რა გინახავთ ? როგორ შეიძლება ვნახოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილები ?)
დავუსვამ ბავშვებს შინაარსობრივ კითხვებს და შევთავაზებ მოიპოვონ სხვადასხვა მასალა და გააკეთონ გზამკვლევი  რომელსაც გამოვიყენებთ ექსკურსიაზე .
ბავშვებს დავყოფ ჯგუფებად  „პასტელების ჯადოსნობის“ გამოყენებით: გამოვიყენებ პასტელებს, მარკერებს ან სხვა საშუალებებს, რომ მოსწავლეებმა დააწყვილონ ფერები ან ფერთა ჯგუფები, როდესაც მოსწავლეები იპოვიან თავიანთ ფერების მქონე პარტნიორს, ისინი დაიწყებენ აქტივობებზე მუშაობას.


 თითოეულ ჯგუფს მივცემ თავის დავალებას: ა)მოიძიონ ინფორმაცია თბილისის შესახებ სხვადასხვა საშულებით.  ბ) შეაგროვონ სიტყვიერი ინფორმაციის შესაბამისი ფოტოსურათები. გ) შეადგინონ თბილისის ღირშესანიშნაობების რუკა. დ) დაახარისხონ მასალები და გააკეთონ გზამკვლევი „ ჩემი თბილისი“
პროექტის ბოლოს ვაწყობ ექსკურსიას თბილისში მათი გზამკვლევის გამოყენებით. დაბრუნების შემდეგ ვთხოვ ექსკურსიიდან მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცენ წერილობით საგაზეთო სტატიებში.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.